ანაკლიის პორტი

ბახტაძე: დიახ, ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ ანაკლიის პორტი აშენდეს

სახელმწიფომ კონსორციუმისთვის გადასაცემად გამოისყიდა მიწები და ამაში გადაიხადა რამდენიმე ათეული მილიონი ლარი. მთავრობამ აიღო დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნის ვალდებულება და ამას სჭირდება რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია - იქნება ეს რკინიგზა, საავტომობილო გზა, თუ ნებისმიერი სხვა. ჩვენ შევძელით, რომ ანაკლიის პროექტი დაფიქსირებულია ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის პრიორიტეტულ სიაში და მე მარტივი კითხვა მაქვს იმ ადამიანებთან, ვინც თავის თავს ფინანსისტს და მით უმეტეს ექსპერტს უწოდებს, ამის შემდეგ, ნუთუ შეიძლება ვინმეს ჰქონდეს კითხვის ნიშანი იმაზე, სახელმწიფომ გააკეთა თუ არა ყველაფერი იმისთვის, რომ ანაკლიის პორტი აშენებულიყო? დიახ, ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი და მეტიც, გადავდგამთ ყველა ნაბიჯს, რომელიც აუცილებელი იქნება, რათა საქართველოს ჰქონდეს ღრმაწყლოვანი პორტი და ის აუცილებლად ექნება

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ანაკლიის პორტის პროექტზე.

კომენტარები