ლარის გაუფასურება

ნამჩავაძე: ხელოვნურად შენარჩუნებული კურსი მყისიერად, უფრო დიდი გაუფასურების გარანტი იქნება

სებ-მა დოლარი არ გაყიდა.

ამ განცხადების პირველი წინადადება პასუხია პარლამენტარების, პრემიერ მინისტრის და თბილისის მერის მოწოდებებზე.

წინა კვირაში გაყიდული 33 მლნ დოლარი უფრო სებ-ის "ფრეზენსის" ჩვენება იყო, რასაც პანიკა უნდა ჩაეცხრო, ნაწილობრივ მაინც მიიღწა. მაგრამ, მთავრობამ და სატელიტებმა ტურიზმის დადებითი სტატისტიკაც კი უარყოფითად თარგმნეს, ჯამში პროცესი დააზარალეს.

სებ-მა თუ ყოველდღიურად ლარის კურსის სიმყარეზე იფიქრა, შემოდგომიდან 3.0-იც სანატრელი გახდება.

მცდარია ამ პროცესში მხოლოდ სებ-ის ინსტრუმენტების იმედად ყოფნა. საბოლოოდ, ლარის კურსზე მთავრობის პოლიტიკას და საგარეო ფაქტორებს უფრო აქვს გავლენა, ვიდრე სებ-ის ინსტრუმენტებს.

რეზერვების გაყიდვით მაქსიმუმ სექტემბრამდე ვიქნებით ბედნიერი და საბოლოოდ, ხელოვნურად შენარჩუნებული კურსი მისი მყისიერად და უფრო დიდი მასშტაბით გაუფასურების გარანტი იქნება.

ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე ეროვნული ბანკის დღევანდელ განცხადებაზე, სადაც ნათქვამია, რომ უწყება დამოუკიდებელია პოლიტიკური გავლენებისაგან.

კომენტარები