ბოკერია: ჩვენი ვალია, არ დავუშვათ მთავარი მონაპოვრის, ჩვენი ქვეყნის თავისუფლების დაკარგვა

იმ ჯარისკაცებმა, პოლიციელებმა, ვინც ამ დღეებში დაიღუპნენ, 11 წლის წინ, საქართველოს მისცეს შანსი, ამოსუნთქვის საშუალება, რომ რუსულ აგრესიას სწრაფად არ მიეღწია საკუთარი ამოცანისთვის, რაც მდგომარეობდა საქართველოს თავისუფლების და სუვერენიტეტის დამხობაში.

ამიტომ, მათი ხსოვნა არის მოვალეობა ყველა ჩვენთაგანის და პასუხისმგებლობა, რომ ეს ბრძოლა, ეს ომი, რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც ასწლეულებია, გრძელდება, ჩვენ არ დავუშვათ ამ ბრძოლაში მთავარი მონაპოვრის დაკარგვა, რასაც ჩვენი ქვეყნის თავისუფლება ჰქვია, ეს არის ჩვენი ვალი, მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოება ამას არასოდეს დაუშვებს.

ეს მომენტი 11 წლის წინ იყო აქტიური ფაზა რუსული აგრესიის, ეს აგრესია ახლაც გრძელდება, იქამდეც მიმდინარეობდა სხვადასხვა ფორმით, ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, რომ ქართული საზოგადოება იყოს ამ საკითხთან დაკავშირებით ერთიანი

ვროპული საქართველოს ლიდერებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

კომენტარები