აგვისტოს ომი

თალაკვაძე: მშვიდობით ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში

თითოეული ისტორია, თითოეული ჯარისკაცის ბედი, რომელიც უკავშირდება აგვისტოს ომს, არის მაგალითი ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის, თუ რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული და სამშობლოსათვის თავდადება. ქვეყნის ერთიანობა და მშვიდობა იყო ჩვენი ჯარისკაცების ოცნება, იდეალი, რასაც ისინი შეეწირნენ და მათი შვილები, მათი ოჯახები იმსახურებენ მშვიდობას და უსაფრთხოებას. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მომავალში აღარასოდეს განმეორდეს ომი და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება იყოს გარანტირებული. დარწმუნებული ვარ, საქართველო შეძლებს თავისი უკეთესი მომავალი ააშენოს. მშვიდობით ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

კომენტარები