ევროპული საქართველო

ბაქრაძე გვარამიაზე: შერჩევითი მართლმსაჯულება და პირადი შურისძიებაა

ამ ქვეყანაში, სადაც მარტო წელს, 6 თვეში, 735 მილიონი ლარი დაიხარჯა ჩინოვნიკების პრემია-ხელფასებში, სადაც ათეულობით მილიონი ლარი, ხალხის ფული, იფლანგება არამიზნობრივად, კორუფციაში, ნეპოტიზმში და ტენდერებში. ამ ქვეყანაში კომერციული სტრუქტურის დირექტორისთვის, ბრალის წაყენება კომერციული კომპანიის საქმიანობაზე ვერ შეფასდება სხვანაირად, თუ არა შერჩევითი მართლმსაჯულება, პირადი შურისძიება ნიკა გვარამიას წინააღმდეგ და პარალელურად მცდელობა, ხელი შეეშალოს მის მიერ დაანონსებული ახალი არხის შექმნას.

მოდი შევხედოთ პროცესს დინამიკაში, დღეს ბრალი წაუყენეს, რუსთავი 2-ის დირექტორს, გუშინ დაკითხვაზე ჰყავდათ ტვ პირველის მფლობელი, წინა კვირაში ბრალი წაუყენეს ქვეყნის ორ უმსხვილეს ბიზნესმენს, იმის წინ დააპატიმრეს ირაკლი ოქრუაშვილი, მანამდე იმუნიტეტი მოუხსნეს და ბრალი წაუყენეს პარლამენტის წევრს ნიკა მელიას. ყველაფერი ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ ხელისუფლება შევიდა ბოლო ფაზაში, როდესაც მიაჩნია, რომ რეპრესიებით და ე.წ. მტკიცე ხელის პოლიტიკით შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას, ვერ შეძლებს, სინამდვილეში ეს მხოლოდ ამთავრებს და აჩქარებს ქართული ოცნების დასასრულს.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე, რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის ბრალის წარდგენას ეხმაურება.

კომენტარები