გოცირიძე: გონიერების ფარგლებს გასცდა ის რეპრესიები, რასაც ხელისუფლება სჩადის

რასაც ახლა ხელისუფლება და ივანიშვილი სჩადის, ეს არის პოლიტიკური ტერორი. უკვე გადალახა ყველა საზღვარი, გონიერების ფარგლებს გასცდა ის რეპრესიები, რასაც ხელისუფლება სჩადის. გუშინ ტვ პირველის მესაკუთრე იყო დაბარებული და რა თქმა უნდა მთავარი სამიზნე უკვე არის ტვ პირველი, რუსთავი2-ის შემდეგ.

ნიკა გვარამიასადმი ბრალის წაყენება, აბსურდული ბრალდებით, გაკოტრებული ტელევიზია ხელისუფლების მიერ, დაყადაღებული ორი წლის განმავლობაში, ამ ადამიანმა საკუთარი ენერგიითა და უნარებით მოიტანა დღემდე და რაღაც ფინანსურ პრეტენზიებს უყენებენ.

ყველა ვინც კი დღეს საქართველოში არის რაიმე ფორმით პოლიტიკური წონადი, გავიხსენოთ ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრება, ნიკა მელიას შინა პატიმრობა და ვინც კი დაკავშირებულია თავისუფალ მედიასთან, ყველა არის ხელისუფლების სამიზნე. ხვალ შეიძლება ტვ კავკასია გახდეს. ზეგ კიდევ მეორე, რომელიც არ ზის ხელისუფლების პროპაგანდისტულ ტალღაზე. ნიკა გვარამიასადმი დღეს წინასწარი პატიმრობის შეფარდება იქნებოდა საბოლოოდ დასამარება საქართველოში სასამართლო სისტემის.

ენმ-ის წევრი რომან გოცირიძე რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის ბრალის წარდგენას ეხმაურება. 8 აგვისტოს ნიკა გვარამიას რუსთავი 2-ის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის საჩივრის საფუძველზე, ბრალი წარუდგინეს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები