ნიკა გვარამის საქმე

გვარამია: გირაოს არ გადავიხდი, არც ეჟვანს შევიბამ, ან პატიმრობა, ან თავისუფლება

პროკურატურას ვეუბნები: თქვენ გაქვთ ორი არჩევანი ხვალ, როდესაც სასამართლოში შეხვალთ. ან ჩემი თავისუფლება, ან ჩემი პატიმრობა. მე არცერთი მესამე ვარიანტის შესაძლებლობას არ მოგცემთ. არავითარი კომპრომისი კორუფციის შემთხვევაში არ იქნება დაშვებული. მე არ გადავიხდი არანაირ გირაოს. მაღალს, უბრალოდ, ვერ და დაბალს არ იმიტომ, რომ მე ვარ უდანაშაულო და არ გავაკეთებ კომპრომისს არავითარ შემთხვევაში. არანაირი შინაპატიმრობა, არაფერი სხვა. პირდაპირ გიცხადებთ. ყველა თქვენს მოგონილ თუ შეტანილ ღონისძიებაზე გეუბნებით წინასწარ. დავარღვევ ყველაფერს. არ დავემორჩილები. ამას ვეტყვი სასამართლოსაც. გამორიცხულია. ვერც ეჟვანს ვერ შემაბამთ, ვერც სახლში ვერ დამაბამთ, ვერც გირაოს ვერ გადამახდევინებთ. ან პატიმრობა, ან თავისუფლება. მესამე არჩევანს მე არ გაძლევთ. ამის გამო ბოდიშს ვუხდი მხოლოდ ჩემი ოჯახის წევრებს, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდებიან ამის გამო, მაგრამ არაუშავს, ჩვენ ავიტანთ. აგვიტანია უარესიც იმავე ადამიანის გამო. ადამიანის, რომელსაც მე დავასამარებ და რომლის კაპიტულაციასაც მე ჩავიბარებ

ამის შესახებ რუსთავი 2-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, პროკურატურაში შესვლის წინ ისაუბრა. პროკურატურამ ნიკა გვარამიას დღეს ბრალი წარუდგინა.

კომენტარები