კინზინგერი: რუსეთმა საქართველოზე თავდასხმით მსოფლიოს პუტინის რეალური მოტივი აჩვენა

ჩვენ ვიცით, როგორი დიქტატორია ვლადიმირ პუტინი, და როგორი ძალაუფლება სურს მას. ჩვენ ვიცით, რომ ის არაფრის ფასად არ გაჩერდება ამის მისაღწევად. ათლწლეულების განმავლობაში, რუსეთი ახდენს პროვოკაციას და თავს ესხმის დასავლურ ინსტიტუტებს და ღირებულებებს, რომლებიც ჩვენთვის ძვირფასია. 11 წლის წინ, რუსეთმა საქართველოზე თავდასხმა განახორციელა და მსოფლიოს პუტინის რეალური მოტივი აჩვენა - გაანადგუროს დემოკრატია ყველგან, სადაც კი შეძლებს. შეერთებული შტატები და ჩვენი თავისუფლების მოყვარე მოკავშირეები უნდა აღუდგნენ წინ რუსულ აგრესიას და მორალურობის, თავისუფლების და კანონის უზენაესობის უხეშ უგულვებელყოფას. ამ კვირას, როცა ჩვენ ხუთდღიან ომს ვიხსენებთ, მოდით, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ერთგულება საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობისადმი - და ვაჩვენოთ ჩვენი მხარდაჭერა ქართველ ხალხს.

9 აგვისტოს რესპუბლიკელმა კონგრესმენმა და კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ ადამ კინზინგერმა ამერიკის ხმასთან განაცხადა.

კომენტარები