დეკანოზი ილია: ყინწვისის მესაკუთრე არც ადგილობრივი ეპისკოპოსია და არც წინამძღვარი

1.ძვირფასი ქვის დაგება, თუნდაც მარმარილოსი, არ ნიშნავს რომ შესაფერისია კონკრეტული ნაგებობისთვის მხატვრული, ესთეტიკური და არქიტექტურული აპექტებით; ყველაფერი რაც ბრჭყვიალებს ან ძვირი ფასისისაა, არ ნიშნავს იმას, რომ მხატვრული და ხელოვნების კუთხითაც ღირებულია. მით უფრო იმ მოცემულობაში, როდესაც ეს ეწინააღმდეგება ქართული ხურთმოძღვრების ტრადიციას და ხასიათს, დისონანსში მოდის უნიკალური ფრესკების ლაჟვარდოვან (ხასხასა ლურჯ) ფერთან.

2. ყინწვისის აქამდე არსებული იატაკი ნამდვილად გამოსაცველი იყო, მაგრამ ეს უნდა მომხდარიყო პროფესიონალთა (ხელოვნებათმცოდნეები, არქიტექტორები, არქეოლოგები, გეოლოგები, ...) საერთო დასკვნების საფუძველზე და არა თვითნებურად. საშინელებაა, თუ რომელიმე სასულიერო პირს თავი ჰგონია ამ ყვლაფრის მომცველი თავის თავში და ერთპიროვნულად წყვეტს რა და როგორ შეცვალოს ისტორიულ ტაძარში. წინამძღვარი დღეს ხარ, ხვალ კი სხვა იქნება, რატომ იღებ გადაწყვეტილებას საერთო ეროვნულ მემკვიდრეობას შეცვლა-გადაკეთებაზე?!

3. ყინწვისის მესაკუთრე არც ადგილობრივი ეპისკოპოსია და არც წინამძღვარი, ისინი მხოლოდ დროებითი მომვლელ-მზრუნველები არიან, მესაკუთრე საქართველოს საპატრიარქო და მთელი ქართველი ერია. ამიტომ ყოველგვარი თვითნებური მოქმედებები ისტორიულ-საეკლესიო ძეგლთა მიმართ და მათზე ცვლილებები საგანგებო სარესტავრაციო წესების დაცვის გარეშე უმკაცრესად აღსაკვეთია.

წერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზი, ილია ჭიღლაძე, facebook-ის პირად გვერდზე
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კომიტეტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა (Video)

კომენტარები