წყალბურთი

ბახტაძე: დარწმუნებული ვარ, დავიბრუნებთ იმ დიდებას, რაც წყალბურთში ქართველ ერს ჰქონდა

თბილისთან ერთად ზუგდიდში, ქუთაისში და ბათუმში დაგვემატება ოლიმპიური პარამტრების აუზები და დარწმუნებული ვარ, ჩვენ დავიბრუნებთ იმ დიდებას, რაც წყალბურთში ქართველ ერს ჰქონდა.

მიხარია, რომ საქართველოში უფრო და უფრო მეტი საერთაშორისო ტურნირი ტარდება. მე ძალიან მიყვარს წყალბურთი, სპორტის ეს ულამაზესი სახეობა. ჩვენ დიდი ტრადიციები გვაქვს წყალბურთში. არსებობდა გარკვეული ჩავარდნა და ძალიან მიხარია, რომ ასეთი კარგი თაობა მოდის. ჩვენი ვალდებულებაა, რომ კიდევ უფრო განვავითაროთ აუცილებელი ინფრასტრუქტურა. ამ ახალგაზრდებში ჩვენ ვხედავთ მსოფლიო წყალბურთის მომავალ ვარსკვლავებს

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე 17-წლამდელ წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე. მან საქართველოს ნაკრებს რუმინეთთან პირველ შეხვედრაში გამარჯვება მიულოცა.

კომენტარები