რუსთავი ორის გაყიდვა

კახიძე R2-ზე: ვისი გვარიც არ უნდა ჩაიწეროს საჯარო რეესტრში, მის უკან იქნება ივანიშვილი

ეს განცხადება პირველ რიგში არის ცინიკური. ქიბარ ხალვაში, ვის უკანაც რეალურად ბიძინა ივანიშვილი იდგა, არის ის პირი, ვისი განცხადებითაც დაადეს ყადაღა რუსთავი ორს და თუ კი რაიმე ფინანსური პრობლემა შეექმნა ამ არხს, შეექმნა სწორედ მიზანმიმართულად, ჯერ სარეკლამო რეგულაციებით და შემდგომ ყადაღით, რომელმაც ხელ-ფეხი შეუკრა პრაქტიკულად არხის მენეჯმენტს. ვისი სახელი და გვარიც არ უნდა ჩაიწეროს საჯარო რეესტრში ამ სახელი და გვარის უკან იქნება ივანიშვილი. ეს არის ჩემი მოლოდინი. აქამდე მიმდინარე მოვლენები სწორედ ამას გვიჩვენებს. საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ორი მოცემულობა, პირველი, რომ ამ ყველაფრის უკან ივანიშვილი დგას და მეორე, რომ ამ ყველაფრის მიზანი არის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა. ამ მიზანს როგორც მიაღწევენ მესაკუთრის ცვლილებით, არსებული მესაკუთრის პირობებში შეცვლიან რამეს, ფინანსურ პრობლემებს გააღრმავებენ, ივანიშვილისთვის უფრო სანდო ბიზნესმენს გადაუფორმებენ თუ ვინმე სხვას, ეს არის დეტალები და გზადაგზა გავიგებთ.

ევროპული საქართველოს წევრი ოთო კახიძე ქიბარ ხალვაშის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ რუსთავი ორს ყიდის, რუსთავი ორთან საუბრისას.

კომენტარები