გვარამია R2-ს: მფლობელად კენტავრი გყავთ, დირექტორად მისი ფეხსაცმლის მწმენდავი არარაობა

ჩვეულებრივი ვაჭარია ახლა თქვენი [რუსთავი 2-ის] უფროსი [ქიბარ ხალვაში] და მისი ჩარჩი მოადგილე [პაატა სალია], რაღაც ფეხსაცმელების მწმენდავი ჰყავთ დირექტორად. ეგეთი გღირსებიათ საერთოდ რუსთავი 2-ს? აი, გაიხსენეთ, ცხენი და კენტავრი რომ გყავთ მფლობელი და მისი ფეხსაცმელების მწმენდავი არარაობა, საშუალოზე დაბალი კვალიფიკაციის იურისტი, არაფერ მიღწეული ცხოვრებაში, მოვიდა და არის რუსთავი 2-ის დირექტორი. ეგეთი დირექტორი გყავთ საერთოდ? ყველანაირი გყოლიათ, მაგრამ აი, ეს? ცხოვრებას არ აპირებს ამ ქვეყანაში? როგორც ჩანს, არა. ჰგონია, რომ 36-კბილა გერმანიაში წაიყვანს

რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საუბრობს არხის ახალ მფლობელზე, ქიბარ ხალვაშსა და ახალ გენერალურ დირექტორ პაატა სალიაზე. გვარამიას ამ ინტერვიუს რუსთავი 2-თან წინ უძღოდა პაატა სალიას ბრიფინგი, სადაც მან თქვა, რომ გვარამიას სასამართლოში უჩივლებს, რადგან ის "წლების განმავლობაში მიზანმიმართულად აკოტრებდა ტელეკომპანიას".
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები