ბრაიზა: თქვენი მეგობრები შეშფოთებულები არიან დემოკრატიული, ეკონომიკური რეფორმების უკუსვლით

პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მოუსმინონ ქართველ ხალხს და მათ მტკიცე განწყობას, რომ სურთ ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ახლო ინტეგრაცია, იქნება ეს ევროკავშირი თუ ნატო. ჩემი აზრით, საქართველო უკვე უნდა იყოს ნატოს წევრი. ეს ქართველების უმეტესობის შეხედულებაა და თუ გსურს რომ პოლიტიკად გადარჩე, დემოკრატიაში, უნდა მოუსმინო ხალხს და შეინარჩუნო ევრო-ატლანტიკური კურსი.

ეს ერთი და მეორე ის, რომ დემოკრატიას რაც შეეხება, საქართველოში ამ კუთხით ჩემი მეგობრები, თქვენი მეგობრები, დამკვირვებლები, ძალზედ შეშფოთებულნი არიან, რომ ბევრი დემოკრატიული თუ საბაზრო ეკონომიკური რეფორმა უკუსვლას განიცდის. საქართველომ მისი ძალის და ტრანს-ატლანტიკური თანამეგობრობისთვის მისი ღირებულების შესანარჩუნებლად, ეს რეფორმები უნდა გააძლიეროს, რომლებზეც უკვე წლებია ვსაუბრობთ, იქნება ეს ენერგო სექტორი, ფინანსები, განათლება, ბიზნეს კლიმატი თუ კონტრაქტის ხელშეუხებლობის სიწმინდე.

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება პირდაპირ კავშირშია თბილისის მიერ ამ რეფორმების წარმატებით გაგრძელებასა და საბაზრო ეკონომიკად გადაქცევასთან.

10 აგვისტოს ამერიკის ხმასთან ინტერვიუში მეთიუ ბრაიზამ უპასუხა კითხვაზე თუ რას ეტყვის, რა უნდა გააკეთოს საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ, რათა მისი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დემოკრატიული განვითარების გზა შეინარჩუნოს. 2008 წელს ბრაიზა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე და ვაშინგტონის წამყვანი დიპლომატი იყო კავკასიის საკითხებში.

კომენტარები