გზები

ბახტაძე: ასეთი ტემპები და მასშტაბები ჩვენ ინფრასტრუქტურის განვითარებაში არასდროს გვქონია

ჩქაროსნული მაგისტრალების გარდა მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს გზების მშენებლობა ყველა დასახლებულ პუნქტამდე. საზოგადოებას ვპირდები, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ შევძლებთ, საქართველოში ყველა დასახლებულ პუნქტამდე ჩვენ გვექნება შესაბამისი სტანდარტის გზა. დღეს ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც მთიან რეგიონებში ისვენებენ, აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი თვალით იხილონ როგორ მიმდინარეობს ეს აღმშენებლობის პროცესი. ჩვენს ძალიან ბევრ რაიონსა თუ სოფელში შენდება გზები, რომელიც არასდროს აშენებულა. დღეს ჩვენ ვაშენებთ 140 კილომეტრიან ჩქაროსნულ მაგისტრალს და რეაბილიტაცია უტარდება 500 კილომეტრამდე საავტომობილო გზას. ასეთი ტემპები და მასშტაბები ჩვენ ინფრასტრუქტურის განვითარებაში არასდროს გვქონია. ეს არის ერთმნიშვნელოვნად მისასალმებელი და ჩვენ გვჭირდება მეტი. იცით, რომ წლევანდელი ინფრასტრუქტურის განვითარების ბიუჯეტი გავზარდეთ 20 პროცენტით, მაგრამ ფაქტობრივი გარემოებები გვაძლევს იმის საშუალებას განვაცხადოთ, რომ 2019 წლის ბოლომდე კიდევ უფრო მაღალი შესრულების ტემპები გვექნება. ცალკე მინდა ხაზი გავუსვა ნაპირსამაგრი სამუშაოების აუცილებლობას, ვინაიდან, ეს პრობლემა ხდება უფრო და უფრო აქტუალური, აქედან ნ გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ვალდებულება უფრო მეტი ინვესტიციები განვახორციელოთ ამ მიმართულებით და მეტი ახალი ტექნოლოგიები მოვიზიდოთ, ვინაიდან, ნაპირსამაგრი სამუშაოები იქნება გამოწვევა შემდეგი წლების განმავლობაში.

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე გზების დეპარტამენტის ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები