სამადაშვილი: ქართულ ოცნებას შანსი არ აქვს, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში დარჩეს

არანაირი შანსი ქართულ ოცნებას, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში დარჩეს, არ აქვს. სწორედ ამიტომ, მათ დაიწყეს საუბარი კოალიციაზე. რეალურად, შესაძლოა შემდეგი არჩევნების შემდეგ ჩვენ მივიღოთ კოალიციური მთავრობა, მაგრამ ეს იქნება კოალიციური მთავრობა პროდასავლური პოლიტიკური მოთამაშეების ჩვენს ქვეყანაში, რადგან ქართველი ამომრჩეველის აბსოლუტურად დიდ უმრავლესობას სურს იხილოს ქვეყანა, რომელიც იქნება ევროკავშირის და ნატოს სრულუფლებიანი წევრი. ამიტომ, ქართულ ოცნებას ერთადერთი პერსპექტივა აქვს, რომ აღმოჩნდეს უმცირესობაში, იმ პარტიებთან ერთად, რომლებიც მის მსგავსად ატარებენ ქვეყანაში რუსეთის სასარგებლო და რუსეთის მიერ დაკვეთილ პოლიტიკას. „პატრიოტთა ალიანსი“ არის დღესაც სატელიტი პარტია „ქართული ოცნების“, ამიტომ, ბუნებრივი იქნება მათი ალიანსი. თუმცა, ეს ალიანსი არჩევნების შემდეგ შედგება მათ შორის, უმცირესობაში და არა უმრავლესობაში.

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციურ მთავრობაზე რუსთავი ორთან საუბრისას.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები