რუსული ოკუპაცია

ზოიძე გუგუტიანთკარზე: ვინც საჭიროა, ყველა ჩადის, არ აკლია ვიზიტები საოკუპაციო სოფლებს

ძალიან ცუდი მაგალითია მსოფლიოსთვის, რაც ხდება გუგუტიანთკარში და გამოხატულება არის ძალიან ნათელი იმისა, თუ რას წარმოადგენს რუსეთი და ცდილობს, სწორედ იმ დროს, როდესაც ხედავს, მას შეუძლია, საზოგადოებაში დაპირისპირება გააღვივოს, სწორედ იმ მომენტში აკეთებს ამ ბორდერიზაციის და ე.წ. მცოცავი ოკუპაციის განსახორციელებლად ქმედებებს და სპეციალურ პროვოცირებაზე მიდის ჩვენი საზოგადოების, რომ კიდევ ერთხელ დაიწყოს დისკუსია და გადაბრალება, ვისი ბრალია.

ვინც საჭიროა, ყველა ჩადის იქ, შესაბამისი ორგანოებიც და ყველაც. ეს ყველაფერი არის რუსეთის მიერ მოფიქრებული, კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, თორემ თანამდებობის პირებიც ჩადიან, შესაბამის პროტესტსაც აცხადებენ, ყველა დაუყოვნებლივი რეაგირება ხდება საგარეო საქმეთა სამინისტროს, პრემიერმინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან, ყველას მხრიდან, ვისიც შესაძლებელია და არ აკლია ვიზიტები საოკუპაციო სოფლებს

ასე უპასუხა უმრავლესობის დეპუტატმა, აკაკი ზოიძემ ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ ჩადიან ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები სოფელ გუგუტიანთკარში, სადაც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი უკანონოდ აგრძელებს მავთულხლართების მონტაჟს.

კომენტარები