ბახტაძე: ჩვენი ამოცანაა ისეთი ეკონომიკური მოდელი, სადაც ყველა მოქალაქე მიიღებს შემოსავალს

ჩვენ ვიმყოფებით ერთერთ ყველაზე წარმატებულ საწარმოში, რომელიც სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერით აშენდა, პროგრამა ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში. ეს არის ყველაზე თანამედროვე და ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო და ძალიან მიხარია, რომ ჩვენ სამეგრელოში გვაქვს მსგავსი ტიპის და მსგავსი დონის თხილის საწარმო. ეს საწარმო არის მაგალითი იმისა, თუ როგორი მასშტაბური პოტენციალი გვაქვს ჩვენ სამეგრელოში. სამეგრელოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან მძიმე გამოწვევა გვქონდა, რომელიც დღესაც გრძელდება, თუმცა ერთობლივი ძალებით ჩვენ შევძელით ფაქტობრივად შეუძლებელი და მიმდინარე წლის თხილის მოსავალი არის იმაზე მეტი, ვიდრე ყველაზე ოპტიმისტ ადამიანსაც კი არ წარმოედგინა თუნდაც რამდენიმე თვის წინ. ეს არის ჩვენი ერთობლივი შრომის შედეგი. ჩვენი მთავარი ამოცანაა ისეთი ეკონომიკური მოდელის არსებობა, სადაც თითოეული საქართველოს მოქალაქე მიიღებს შემოსავალს მისი პირობები დღითიდღე გაუმჯობესდება

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში თხილის მწარმოებელ ფერმერებთან შეხვედრისას ისაუბრა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები