ტურიზმი

ბახტაძე: ყველაზე მეტად მხარდაჭერა ტურიზმის სექტორს სჭირდება

ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, ყველაზე მეტად მხარდაჭერა სწორედ ამ სექტორს სჭირდება და ბუნებრივია, მიუღებელია ზოგიერთი პოლიტიკური ძალისგან მცდელობა, რომ პოლიტიკური ქულები დაიწერონ ამ პრობლემაზე. რასაც ჩვენ ვამბობდით, აღმოჩნდა სრული სიმართლე. როდესაც შენს მოქალაქეს აქვს პრობლემა, იმით კი არ უნდა იყო დაკავებული, პოლიტიკური ქულები დაიწერო ამაზე, არამედ, უნდა წარმოადგინო კონკრეტული პროგრამები და ინიციატივები, როგორ დაუჭირო მხარი მოქალაქეებს. ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

ჩვენ გვაქვს მომზადებული ორი პროგრამა, რომ დავეხმაროთ მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომლებიც მოღვაწეობენ ტურიზმის სექტორში. განსაკუთრებით მტკივნეულად ეს აისახა აჭარაზე. პირველი პროგრამა გულისხმობს იმ პროექტების - სასტუმროების მშენებლობის მხარდაჭერას, რომელიც მიმდინარეობდა და ამ პრობლემის გამო არსებობს რისკი, რომ შეჩერდეს. ეს მიუღებელია. არცერთი მშენებლობა საქართველოში არ გაჩერდება. პროგრამა, რომელიც ჩვენ გვაქვს და გულისხმობს სახელმწიფო გარანტიებით დახმარებას, მოგვცემს საშუალებას, ყველა მეწარმემ გააგრძელოს თავისი პროექტი და ისინი არ შეჩერდეს. ძალიან მნიშვნელოვანია მეორე პროგრამაც, რომელიც გულისხმობს პროცენტის თანადაფინანსებას. უკვე სექტემბერში იქნება ამ პროექტების პრეზენტაცია

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ეროვნული ბანკის წინასწარ მონაცემებზე, რომლის მიხედვითაც, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიმდინარე წლის ივლისში, შემოსავალი ტურიზმიდან 57,8 მილიონი დოლარით შემცირდა.

კომენტარები