ოკუპაცია

ზალკალიანი: გუგუტიანკარში ჩასვლის პრობლემა არ მაქვს, ოთხი დღე არ ვიმყოფებოდი ქალაქში

საგარეო საქმეთა სამინისტრო პირველივე დღიდან იყო ჩართული ამ პროცესებში, ჩვენ რაც გვევალება – საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაცია. ჩემთვის მთავარია იმ დავალების შესრულება, რაც მე გამაჩნია, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრს, მომხდარიყო ინფორმირება საერთაშორისო თანამეგობრობის. მე ოთხი დღის განმავლობაში არ ვიმყოფებოდი, დღეს დავბრუნდი დედაქალაქში, თუმცა მთელი აპარატი იყო მობილიზებული და ყოველდღიურ რეჟიმში ვიყავი ჩართული სატელეფონო რეჟიმში, როგორც საელჩოებთან, ისე ჩვენი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. მე იქ ჩასვლის პრობლემა არ მაქვს, დღესვე, აქედანვე წავალ.

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პასუხობს შეკითხვას რატომ არ ჩავიდა აქამდე გუგუტიანთკარში სადაც რუსმა ოკუპანტებმა მავთულხლართები გააბეს. ზალკალიანის ამ კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.

კომენტარები