ჰამილტონი: პოლიტიზირებულ სასამართლო სისტემას ეკონომიკაზე გავლენა ნამდვილად ექნება

როგორც ამერიკის საელჩომ აღნიშნა თბილისში, საქართველოს მდგრადი უნარი, რომ მიიზიდოს დასავლური ინვესტიციები დამოკიდებულია აღქმაზე, რომ მისი სასამართლო სისტემა მიუკერძოებელი და თავისუფალია პოლოტიკური გავლენისგან. ბოლო ოცი წელია, საქართველომ დაუჯერებელი მასშტაბით შესძლო კორუფციის აღმოფხვრა და ეკონომიკის ლიბერალიზაცია. 1990იან წლებში არსებული ეკონომიკური ნგრევის შემდეგ, ახლა ქვეყანა 190 ქვეყანას შორის მე-6 ადგილზეა,, ბიზნესის წარმოების სიმარტივის მიხედვით.

აქვე აღვნიშნავ, რომ ბიზნესისთვის მეგობრული გარემო და კორუფციისგან დამოუკიდებელი საქართველო წინაპირობაა იმისთვის, რომ ეს ქვეყანა განვითარებული, მაღალ-შემოსავლიანი ქვეყნების თანამეგობრობას შეუერთდეს. მიუხედავად პროგრესისა და ამ დარგებში მიღწეული წარმატებისა, ეს მონაპოვარი შეუქცევადი არ არის და საკმაოდ მოწყვლადია. სწორედ ამიტომ, აშშ მკაფიოდ აცხადებდა და გაფრთხილებას აკეთებს, რომ გავლენა ეკონომიკაზე ნამდვილად ექნება პოლიტიზირებულ სასამართლო სისტემას.

ნებისმიერი სიგნალი, რომ საქართველოს მთავრობა ძალაუფლებას იყენებს პოლიტიკური ოპონენტების დასასჯელად დასავლურ კაპიტალს დააფრთხობს და ქვეყნიდან გასვლას აიძულებს უფრო პროგნოზირებადი პოლიტიკური ლანდშაფტის მქონე ქვეყნებში.

15 აგვისტოს ამერიკის ხმის ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა საქართველოს მთავრობასა და ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძეს შორის განვითარებულ მოვლენებs, ანაკლიის პორტზე ამ ფაქტის გავლენას აშშ-ის არმიის ომის კოლეჯის პროფესორმა, აშშ-ის არმიის (გადამდგარმა) პოლკოვნიკმა რობერტ ჰამილტონმა უპასუხა. ჰამილტონი ასევე შავი ზღვის აუზის სწავლებების მკვლევარია ვაშინგტონში, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტში.

კომენტარები