მცოცავი ოკუპაცია

თალაკვაძე გუგუტიანთკარზე: ხელისუფლება ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია

ხელისუფლება ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია. ეს ცალსახად არის უკანონო ოკუპაციის ნაწილი. ასევე რაც გვაქვს – მონიტორინგის მისია ცხელი ხაზი და საერთაშორისო მექანიზმები, რომლებიც არიან ჩართული კონფლიქტისპირა სოფლების მონიტორინგში, მათ შევატყობინეთ და რეაგირება იყო და ხდება ახლაც. რაც მთავარია, უკანონო პროცესი, რამაც გამოიწვია ადგილობრივი მოსახლეობის, ხელისუფლებისა და საზოგადოების რეაქცია, ამ მომენტისთვის არის შეჩერებული...

თუ განსახლების ან სხვა სოციალური პრობლემები ამ ოჯახებს დამატებით ექნებათ, ეს ხელისუფლების მხრიდან უყურადღებოდ არ დარჩება. კონფლიქტისპირა სოფლებში ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდებოდა, ხორციელდება დღესაც და მომავალშიც, რა თქმა უნდა, ოჯახებს, ვინც იქ ცხოვრობენ და აქვთ დამატებითი პრობლემები და საფრთხეები, ამის გამო განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა. ეს უკავშირდება მათთვის შემოსავლის წყაროებსაც და საჭიროებებს, რომლებიც ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით დგას აღნიშნულ სოფლებში.

ჩვენ მომავალს განვსაზღვრავთ ჩვენ და არავინ სხვა, მით უმეტეს, რუსეთის ფედერაცია საქართველოს მომავალს ვერ განსაზღვრავს.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე მცოცავ ოკუპაციაზე. თალაკვაძის ამ კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.

კომენტარები