სამადაშვილი: დღევანდელი ხელისუფლება რუსეთის გზავნილებით გვესაუბრება 2008 წლის ომის თაობაზე

მცოცავი ოკუპაცია და ბორდერიზაცია გასული წლების მანძილზე შეუჩერებლივ პროცესში მიმდინარეობს. რადგან გასული წლების მანძილზე, მაშინ, როდესაც უკრაინის ფონზე ჩვენს ხელისუფლებას ჰქონდა საუკეთესო შესაძლებლობა დაეცვა ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები საერთაშორისო ასპარეზზე, ამის ნაცვლად დღევანდელი ხელისუფლება რუსეთის გზავნილებით გვესაუბრება 2008 წლის ომის თაობაზე. ვხედავთ, რომ საერთაშორისო დღის წესრიგიდან ოკუპაციის თემა ფაქტობრივად გამქრალია და შესაბამისად, რუსეთს არც ერთხელ არ მოუწია არანაირი ფასის გადახდა იმაზე, რაც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ხდება. ამიტომ, პასუხისმგებლობა ამაზე ეკისრება დღევანდელ ხელისუფლებას, როგორც იმაზე, რომ ეს ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობენ არიან მიტოვებული ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ ამ დღეებშიც ვხედავთ, რომ სრულიად არაადეკვატური განცხადებები კეთდება ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ყველა დონეზე,როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. პრეზიდენტიდან დაწყებული, ხელისუფლების არც ერთი მთავარი პირი საერთოდ არანაირ რეაგირებას არ აკეთებს ამ ვითარებაზე და რეალურად დაუსჯელად ახორციელებს საკუთარ მიზნებს და ამოცანებს რუსეთი ოკუპაციის ხაზის მიმდებარე რეგიონებში. ეს არის დღევანდელი ხელისუფლების უმოქმედობის და ძალიან ხშირად გამიზნულად ჩვენი სახელმწიფო ინტერესების დაზიანების პირდაპირ შედეგი. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი საოკუაციო ხაზთან ჩავიდა. სამადაშვილის ამ კომნეტარს სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები