ბიძინა გეგიძის საქმე

გეგიძე: მოსამართლეების რა სია შემოვა, მაგაზეა დამოკიდებული, დავტოვებ თუ არა უმრავლესობას

მე დიდი ხნით ადრე დავიწყე საუბარი, რომ ეს პოლიტიკური პროცესი, რომელიც იყო ქართულ ოცნებაში, უნდა გაჯანსაღებულიყო. ყველანაირი პროცესი, მათ შორის პარლამენტში მიმდინარე პროცესები. იყო საუბარი კომპეტენციაზე, კვალიფიკაციაზე მენეჯმენტზე, ურთიერთობებზე, კომუნიკაციებზე, რაც ვთქვათ მიმაჩნდა, რომ გაცილებით უფრო პოზიტიური უნდა ყოფილიყო. მე ვამბობდი, რომ რაკი ვერ ჯანსაღდება, საჭიროა ცვლილებები. მერე ამას მოჰყვა მთელი ქეისები. მთავარი რაც მე დავაყენე იყო, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების თემა და სია. როდესაც სასამართლოს თემა დაიწყო, მაშინვე ვთქვი, რომ ჩემთვის მთავარია შედეგი. პირველი სია, რომელიც შემოვიდა მაშინ, იყო მიუღებელი. ახლა პროცესს რასაც ვუყურებ, ვერანაირად ჩემში ვერ შექმნეს ოპტიმიზმი, რომ ამ პროცესს მე ნდობა გამოვუცხადო. სია რომელიც საბოლოოდ წარმოადგინა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ჯერ შესწავლილი არ მაქვს, უნდა შევისწავლო, პასუხისმგებლობით ვცდილობ რომ მოვეკიდო, საფუძვლიანად შევისწავლი, მაგრამ წინასწარ გეტყვით, რომ მთელმა პროცესმა ჩემში ვერ გამოიწვია იმის ოპტიმიზმი, რომ მე ამ სიას მხარდაჭერა გამოვუცხადო. რა სია შემოვა პარლამენტში მაგაზეა დამოკიდებული დავტოვებ თუ არა უმრავლესობას. თუ ეს სია ვერ იმსახურებს ჩემს მხარდაჭერას, მე გავალ უმრავლესობიდან, მითუმეტეს თუ ისინი მხარს დაუჭერენ.

უმრავლესობის წევრი ბიძინა გეგიძე საუბრობს გამოძების შესახებ, რომელიც მის წინა საქმიანობას ეხება და რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო.

კომენტარები