რუსული ოკუპაცია

თალაკვაძე ოპოზიციაზე: უნდათ ომი, დესტაბილიზაცია, რომ სახელმწიფო ჩამოიშალოს და ამით იხეირონ

იმის ნაცვლად, რომ მხარი დაუჭირონ საკუთარ ხელისუფლებას, საკუთარ ხალხს და საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, რომ ჩვენ ყველა ერთად დავდგეთ ოკუპაციის წინააღმდეგ მშვიდობით, განვითარებით და საერთაშორისო დიპლომატიის გამოყენებით შევძლოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, მშვიდობის უზრუნველყოფა და მომავალში ქვეყანას ჰქონდეს რეალური შესაძლებლობა, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინოს, ამის ნაცვლად, ეს კონკრეტული ნაწილი ოპოზიციის, იქცევა სამარცხვინოდ. 

ისინი არიან დაკავებული თავის სახელმწიფოს და თავისი ხელისუფლების მისამართით ტალახის სროლით და აქ არიან ის ადამიანებიც, რომელიც პირდაპირ ჩანს, რომ ფარისევლური დამოკიდებულება აქვთ სამშობლოს მიმართ. რა დეოკუპაციაზეა საუბარი, როდესაც ზუსტად მაგ ხალხის პოლიტიკური პროვოკაციების გამო ხელშეწყობა ხდება ოკუპაციის, ხელშეწყობა ხდება იმის, რომ რუსეთმა თავისი პოზიციები ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაიძლიეროს. ჩვენ არ მივცემთ საშუალებას ვინმეს, რომ თავისი პროვოკაციული გეგმები, რომელსაც ისინი ზოგჯერ მიმართავდნენ წინა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ეს ადამიანები, პირდაპირ გეტყვით, არიან ომის მომხრეები, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ ომი, დესტაბილიზაცია და რომლებსაც სურთ, რომ ჩამოიშალოს ჩვენი სახელმწიფო და ამით იხეირონ.

თქვა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან, ოპოზიციის კრიტიკის პასუხად. ოპოზიცია, კონკრეტულად კი ევროპული საქართველო მმართველ გუნდს იმის გამო აკრიტიკებს, რომ ქვეყნის პირველი პირები საოკუპაციო ხაზთან, სოგელ გუგუტიანთკარში არ ჩადიან. გუგუტიანთკარში რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს, რის შედეგადაც 2 ოჯახის კუთვნილი სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. დღეს, 19 აგვისტოს სამხედროებმა სამუშაოები განაახლეს. საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე საოკუპაციო ხაზთან არ ჩასულან. თალაკვაძე ბახმაროში მუსიკალურ ფესტივალს ესწრება.

კომენტარები