ოკუპაცია

ზურაბიშვილი: საოკუპაციო ხაზზე ჩავდივარ, როცა მე ვთვლი რომ უნდა ჩავიდე

მე მგონი, ვარ შვიდჯერ ჩასული საოკუპაციო ხაზზე, რუხიდან დაწყებული, ნიქოზი, გრემისხევი და ჩავდივარ, როცა მე ვთვლი, რომ უნდა ჩავიდე და არა სხვისი დღის წესრიგით.

სალომე ზურაბიშვილმა ამის შესახებ პირველ არხთან ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ სოფელ გუგუტიანთკარში ოკუპანტებმა 15 აგვისტოს საოკუპაციო ხაზი გადმოსწიეს, თუმცა პრეზიდენტი იქ არ ჩასულა, 17 აგვისტოს კი მისი ფოტოები გავრცელდა ლოპოტის ტბიდან. 19 აგვისტოს მან ხაზის გადმოწევსთან დაკავშირებით თქვა, რომ "როცა განცხადების გაკეთებას გადაწყვეტს, გაგვაფრთხილებს".

კომენტარები