ზურაბიშვილი: მწვავე თემებზე პოზიციას არ გამოვხატავ, პრეზიდენტის მოვალეობა მხარედ ქცევა არაა

ხშირად ისმის ასევე კითხვები, რატომ არ აფიქსირებს პრეზიდენტი პოზიციას ამა თუ იმ მწვავე პოლიტიკურ საკითხზე, პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია, სახელმწიფოს სახე, თითოეული მოქალაქეს პრეზიდენტი და მაშასადამე, ვალდებულია იყოს ზეპარტიული, ამიტომაც მისი მოვალეობა არაა მხარედ ქცევა, არამედ შერიგება. ის რაზედაც ვსაუბრობ ინაუგურაციიდან დღემდე ჩემს ყველა გამოსვლაში და რომელიც არის ჩემი ერთ-ერთი უმაღლესი მიზანი - პრეზიდენტი ვალდებულია, შეინარჩუნოს ნეიტრალურობა, მით უმეტეს, როცა საკითხები სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების პროცესშია.

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ცერემონიალების სასახლეში სიტყვით გამოსვლისას ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის დღეს მიეძღვნა. 24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღეა. 1995 წლის 24 აგვისტოს, 17 საათსა და 50 წუთზე, საქართველოს პარლამენტმა 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ საქართველოს კონსტიტუცია მიიღო.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები