ვოლსკი: გავრილოვის ღამემ ჩაიარა და გავლენა ვერ იქონია საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე

ყველა აღიარებს, რომ ეს იყო შეცდომა, არასწორი საქციელი და საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო ქართულმა ოცნებამ, პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა. გავრილოვის ღამემ ჩაიარა და ვერანაირი გავლენა ვერ იქონია ვერც საშინაო და ვერც საგარეო პოლიტიკაზე, ფასიც გადაიხადა კონკრეტულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა. ამ თემით გადაფარვა იმ დანაშაულისა, რასაც ჩადიოდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგ, არის იმის მცდელობა, რომ ეს განუკითხაობა კიდევ შეინარჩუნონ და რევოლუციური სცენარი კიდევ ერთხელ გაიმეორონ, როცა ამისი ძალა კიდევ ექნებათ. რაც არა მგონია, მაგრამ ფაქტია, რომ შემოთავაზებული რეზოლუციების შინაარსი სწორედ ამას ემსახურება, რომ დღის წესრიგში შეინარცუნონ რევოლუციური სცენარი. 

თქვა ქართული ოცნების წევრმა, გია ვოლსკიმ გავრილოვის ღამის და ამასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების მიერ პარლამენტში შეტანილი რეზოლუციების შეფასებისას.

კომენტარები