თალაკვაძე: გვჯერა, ვქმნით მომენტს, როცა მომავალში ტერიტორიული მთლიანობის აღდგება

საქართველოს ერთერთი მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი არის ოკუპირებული და რუსეთის ფედერაციის სამხედროები უკანონოდ დგანან ჩვენს ტერიტორიებზე.  ოკუპირებულ რეგიონებში არის შემაშფოთებელი ვითარება ადამიანის უფლებების დარღვევების მხრივ, დანაშაულებრივი ფაქტების მხრივ, ადგილი აქვს ჩვენი მოქალაქეების გატაცებებს და ბუნებრივია, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ სათანადო რეაგირება და ყურადღება იყოს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ამ ვითარებასთან დაკავშირებით. მეორეს მხრივ, ჩვენი გრძელვადიანი ამოცანა არის, რომ მშვიდობიანი გზით გადავწყვიტოთ ეს პრობლემები და ოკუპაციის საკითხი და ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვქმნით მომენტს, როცა მომავალში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იქნება შესაძლებელი. ამას ჩვენ განვიხილავთ კონტექსტში, როცა საქართველო აძლიერებს თავის დემოკრატიას, საქართველო აკეთებს საერთაშორისო მხარდაჭერის კიდევ უფრო მეტ კონსოლიდაციას და ეს ხდება პარტნიორებთან აქტიური მუშაობის გზით. საქართველო ყველა საერთაშორისო დღის წესრიგში აყენებს და განიხილავს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს და ავითარებს თავის ეკონომიკას, ავითარებს ინფრასტრუქტურას და შესაძლებლობებს, რომ მომავალში ჩვენ შევქმნათ მომენტი, როცა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით იქნება შესაძლებელი.

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ შვედეთის პარალმენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

კომენტარები