აზიური ფაროსანა

მინისტრის მოადგილე: აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ქართული მოდელი მსოფლიოსთვის სამაგალითოა

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ქართული მოდელი მსოფლიოსთვის სამაგალითოა. საამაყოა, რომ ქართველების მიერ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ამერიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით შემუშავებულმა მოდელმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა და მავნებელთან ბრძოლის კუთხით წარმატებული შედეგები მოგვიტანა. ჩვენი ფერმერები ხედავენ, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული, მკვეთრად შემცირებულია აზიური ფაროსანას რაოდენობა და ის ზიანი, რაც შეიძლებოდა მავნებელს მიეყენებინა თხილის ნარგავებისთვის. მსოფლიო მეცნიერები ერთხმად აღიარებენ, რომ საქართველოში არსებული პრაქტიკა ფაქტობრივად უნიკალურია თავისი შედეგებით. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებში იყო ჩართული. დღეს, თამამად და სიამაყით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენ - საქართველოს მთავრობამ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და მოსახლეობამ, ერთად შევძელით დროის უმოკლეს ვადაში გავმკლავებოდით პრობლემას, რომელსაც ჩვენზე ბევრად განვითარებულმა ქვეყნებმა ათწლეულები მოანდომეს და მსგავს შედეგებს ჯერ კიდევ ვერ მიაღწიეს.

თქვა სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი ხანიშვილმა. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდებს და საქართველოს გამოცდილებას თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „აზიური ფაროსანა-გლობალური გამოწვევა" განიხილავენ. მინისტრის მოადგილის ამ კომენტარს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები