ზაქარეიშვილი: რუსეთი მარტოა, აშკარად ჩანს, რომ მისი ამოცანაა ჩრდილი მიაყენოს საქართველოს

ეს მათი სტილია. რუსეთი ცდილობს, საქართველოს დააბრალოს გარკვეული აგრესიული ქმედებები, ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოები მხარში გვიდგანან. როგორც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, ისე საფრანგეთმა, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მკაფიო და ცალსახა განცხადებები გააკეთეს საქართველოს სასარგებლოდ. ასე რომ, რუსეთი რას ამბობს, ეს ერთია და მიუღებელი და მეორეა, რომ არავინ არ ყვება რუსეთს. რუსეთის მოკავშირეებიც კი, რომლებმაც აღიარეს აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებლობა - ვენესუელა, ნიკარაგუა, სირია, ისინიც კი არავითარ განცხადებას არ აკეთებენ რუსეთის სასარგებლოდ. ასე რომ, რუსეთი არის მარტო ამ განცხადებებში და აშკარად ჩანს, რომ მას აქვს თავისი პოლიტიკური ამოცანები, ჩრდილი მიაყენოს საქართველოს. საქართველოს ჰყავს მოკავშირეები, რომლებიც რუსეთის ამ პროპაგანდას არ ჰყვებიან და პირიქით, იცავენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ინტერესებს და პოზიციებს.

ამბობს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი ინტერპრესნიუსთან. ის საუბრობს რუსეთის პოზიციაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების "დამოუკიდებლობის" შესახებ.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები