სამთავრობო ცვლილებები

პრეზიდენტი ბახტაძეზე: მისი გადაწყვეტილებაა, გავიგებ, რა ვითარებაა და მერე შეიძლება შეფასება

არაკორექტული იქნება, რომ აქედან შევაფასო პრემიერის ქმედებები და მისი მოღვაწეობა, რომელიც უნდა შეაფასოს ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ და პოლიტიკურმა პარტიებმა. ხვალ იქნება იმის დრო, რომ კომენტარები გაკეთდეს.

გადადგომას არ აფასებენ. ეს არის მისი გადაწყვეტილება. რაც ეხება ახალი პრემიერის დანიშვნას, მგონი, უნდა დაველოდოთ და მე პირადად დაველოდები. საერთოდ, მიმაჩნია, რომ შიდა პოლიტიკურ მოვლენებზე პრეზიდენტები არ აკეთებენ განცხადებებს საზღვარგარეთ. ეს არის შიდა პოლიტიკური, უნდა ჩავიდე, გავიგო, რა ვითარებაა და შემდგომში შეიძლება განცხადების ან შეფასების გაკეთება

იმედის ცნობით, უთხრა ქრონიკას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთში ოფიციალური ვიზიტის დროს, მამუკა ბახტაძის გადადგომის შესახებ.

კომენტარები