სამთავრობო ცვლილებები

ბახტაძე: გადადგომაზე ივანიშვილს გაზაფხულზე ვესაუბრე, რა ამოცანებიც მქონდა, მივაღწიეთ

მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო თანამდებობა, ამის შესახებ მე პირველი საუბარი უკვე მქონდა გაზაფხულის ბოლოს, მათ შორის პარტიის თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან. ბუნებრივია, ეს საუბრები გრძელდებოდა. მე გუშინაც მქონდა საბოლოო კონსულტაცია ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება.

ის ამოცანა და მიზნები, რაც იყო საფუძველი ჩემი ამ პოსტზე წარდგენის, არის მიღწეული, სტრატეგიული განვითარების ჩარჩო არის შექმნილი და დანერგილი. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ის მიზნები და ამოცანები, რომელიც მე მამოძრავებდა და რის მისაღწევადაც მომცა მანდატი და ნდობა გუნდმა, არის მიღწეული

მამუკა ბახტაძე ტელევიზიების წამყვანებთან შეხვედრისას, გადადგომის მიზეზებს განმარტავს.

კომენტარები