ბახტაძე 20 ივნისზე: ეს არის ის ტკივილი და ტვირთი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გამყვება

რაც შეეხება 20 ივნისის ღამეს, ეს არის ის ტკივილი და ტვირთი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გამყვება მე და დარწმუნებული ვარ, გაჰყვება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.

რაც შეეხება ჩემს მაშინდელ სიტყვებს - სიტუაცია იყო ძალიან ერთმნიშვნელოვანი. 7 წელია, რაც ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში, მოახდინა იმის დემონსტრირება თუ რა ღირებულებებით საუბრობს ის საზოგადოებასთან. როცა მე ეს სიტყვები ვთქვი, ბუნებრივია, განწყობა იყო ესეთი და ეს განწყობა ერთი წამითაც არ შეცვლილა, არასოდეს.

ამავე დროს, თქვენ თვითონ ნახეთ კადრები, თუ როგორ მიმდინარეობდა საქართველოს პარლამენტის შტურმი და პოლიცია, ეს პასიური კორდონი ფიზიკურად ვეღარ ამაგრებდა, ვეღარ უწევდა წინააღმდეგობას შტურმს და მათ მოუწიათ ამ სპეციალური საშუალებების გამოყენება სამწუხაროდ. ეს არის ძალიან დიდი ტკივილი, რომელიც პირადად მე სიცოცხლის ბოლომდე გამყვება

ყოფილი პრემიერი მამუკა ბახტაძე ტელევიზიების წამყვანებთან შეხვედრისას, 20 ივნისის დარბევის შესახებ.

კომენტარები