სამთავრობო ცვლილებები

მდინარაძე: ენმ-ის ორგანიზებული აქციები ჩვენი გუნდის გადაწყვეტილების საფუძველი ვერ იქნება

"ვფიქრობ, საზოგადოების უდიდესი ნაწილი ჩამოყალიბებულია, რომ საქართველოში “გავრილოვის რევოლუცია” არ მოხდა და რომ არ შედგა, ეს იყო, პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დამსახურება. შტურმისკენ მოწოდება პარლამენტის წევრის მიერ, რომელსაც ნდობა აქვს, არის სირცხვილი. აი ეს არის სირცხვილი. ამ არშემდგარი რევოლუციის ავტორები “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები იყვნენ. შესაძლებელია მართლაც არიან ახალგაზრდები, რომლებიც გარკვეულ მოვლენებს გულწრფელად აღიარებენ, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის მიერ დაორგანიზებული აქციები მმართველ პარტიაში გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ვერ გახდება. 

თქვა ქართული ოცნების წევრმა გიორგი გახარიას პრემიერის პოსტზე წარდგენის კომენტირებისას. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს იმ პროტესტის შესახებ, რომელიც გახარიას შს მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით უკვე 76 დღეა მიმდინარეობს.

კომენტარები