კობახიძე: გავრილოვის განცხადებების აქტუალიზაციას ხელს ნუ შევუწყობთ

ჩემი რჩევა თუ თხოვნა იქნებოდა, რომ დიდად აქტუალიზაციას, ხელოვნურად ნუ გაუკეთებთ დუმის ერთ-ერთი დეპუტატის განცხადებებს, რომელიც ჩვენ ძალიან ცუდად დაგვამახსოვრდა იმ ინციდენტიდან გამომდინარე, რომელიც იყო საქართველოს პარლამენტში.

მისი განცხადებების აქტუალიზაცია მაინცდამაინც კარგი არ არის ჩვენი პოლიტიკური პროცესისთვის. მისი ამოცანა არის, რომ გარკვეული ელემენტები შემოიტანოს ჩვენს პოლიტიკურ პროცესში, ეს არის იმ ქვეყნის ინტერესებში და მის ინტერესებს ემსახურება დუმის წარმომადგენელი.

ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ მისი ამოცანების რეალიზებას არ შევუწყოთ ხელი. შესაბამისად, არ უნდა შევუწყოთ ხელი გავრილოვის განცხადებების აქტუალიზაციას

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სერგეი გავრილოვის განცხადებაზე. რუსი დეპუტატი ფიქრობს, რომ საქართველოს ახალ პრემიერს რუსეთთან მოლაპარაკებებზე წასვლის გამბედაობა ეყოფა.

კომენტარები