სამთავრობო ცვლილებები

სამადაშვილი: მინდა ბოდიში მოგიხადოთ, რომ მე ვარ ამ სამარცხვინო პარლამენტის წევრი

მინდა დღეს ბოდიში მოგიხადოთ იმიტომ, რომ მე ვარ ამ სამარცხვინო პარლამენტის წევრი, პარლამენტის, რომელშიც სამწუხაროდ, ქართველი ხალხის ხმა აღარც ისმის და იქ ჩვენი ხმა, თქვენი ხმა არც არავის აღარ ესმის და არ უნდა, რომ გაიგოს. 

ის, რაც დღეს მოხდა ქვეყანაში, ეს არის პირდაპირ გზავნილი, რომ საქართველო აღარ იმართება ქვეყნის შიგნიდან, გადაწყვეტილებას ამ ქვეყნის მომავალზე იღებს სხვა სახელმწიფო, რომელსაც მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დაასამაროს ჩვენი საერთო ეროვნული იდეა - დამოუკიდებელი, ძლიერი და ევროპული საქართველო. ამას ნიშნავს გახარიას წარდგენა პრემიერად, ღარიბაშვილის წარდგენა თავდაცვის მინისტრად, რუსეთმა ძალიან მტკიცედ გადაწყვიტა, რომ შემდეგ არჩევნებამდე, ქართველ ხალხზე ძალადობის გზით საბოლოოდ გადაწყვიტოს "დემოკრატიული საქართველის პრობლემა"

 

ენმ-ის დეპუტატი სალომე სამადაშვილი აქციაზე - სირცხვილია.

კომენტარები