კახა კალაძე

კალაძე ბახტაძეზე: ყოველთვის მითქვამს, ერთობის საშუალებით ღირსეულად დავუდგებით გამოწვევებს

მინდა გამოვეხმაურო სამთავრობო ცვლილებებს და ბატონ მამუკას მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. ის ყოველთვის გვერდში ედგა დედაქალაქის მუნიციპალიტეტს და ეს აისახა საქმითაც: დედაქალაქის წლევანდელი ბიუჯეტი მართლაც განსხვავებულია წინა წლებთან შედარებით და ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, განვახორციელოთ მნიშვნელოვანი პროექტები დედაქალაქის მასშტაბით. 

თქვენ იცით, რომ უამრავი პრობლემაა და ამ პრობლემებს სჭირდება მოგვარება. მე ყოველთვის მითქვამს: ერთობა, ერთად დგომა და გუნდურობა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ ღირსეულად დავუდგეთ იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს აქტუალურია ქალაქისთვის

ეს განცხადება კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

კომენტარები