სამთავრობო ცვლილებები

რატიანი: ეს არის დაწინაურებული ჯალათის მთავრობა, გახარიამ პოსტი მიიღო, რადგან ხალხს ესროლა

ეს არის დაწინაურებული ჯალათის მთავრობა. გახარიამ ეს პოსტი მიიღო იმიტომ, რომ 20 ივნისს ესროლა ქართულ საზოგადოებას, რომელიც აპროტესტებდა გავრილოვის ჩამოსვლას. გავრილოვი აღტაცებით შეხვდა ამ დანიშვნას, სწორედ იმიტომ, რომ მან დასაჯა ქართველი ხალხი.

ეს არის საქართველოს უახლოეს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო მინისტრთა კაბინეტი. გახარია-ღარიბაშვილის ტანდემი არის ერთ-ერთი სამარცხვინო ლაქა, რომელიც საქართველოს ისტორიას დარჩება. შესაბამისად, სამარცხვინო მთავრობის კაბინეტის წევრებს არ ვაპირებთ რომ დავუსვათ კითხვები მიმდინარე საკითხებზე, მით უმეტეს, რომ საზოგადოებამ უკვე იცის, ამ ადამიანებისგან არ შეიძლება ელოდო სიკეთეს იმ პირობებში, როცა გაღარიბებულია ხალხი, ლარის კურსმა 3-ს მიაღწია, პრობლემებია ყველა მიმართულებაში, დაწყებული განათლებით და დამთავრებული სხვა სფეროებში.

დემონტრაციულად, რაც გააკეთეს ზაფხულში, მათ დახურეს კერზაიას საქმე და ეს არის კიდევ დანაშაული, რომელიც ჩაიდინა გახარიამ და ამ ხელისუფლებამ. ჩვენ შემდეგში მოვითხოვთ კომისიის შექმნას, მაგრამ დღეს ამ სამარცხვინო მინისტრთა კაბინეტის წევრებთან დღეს ჩვენ არ შევალთ დიალოგში.

საქართველოს პარლამენტის წევრი ევროპული საქართველოდან, სერგო რატიანი ჟურნალისტებთან პრემიერმინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატების შესახებ საუბრობს.

კომენტარები