სამთავრობო ცვლილებები

ლადო კახაძე: გიორგი გახარია გამოცდილი, დახვეწილი და სამართლიანი კაცია

გიორგი გახარია არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კაცი. მე ახლა ქათინაურს არ ვეუბნები, მე ახლა სიღრმისეულად განვიცდი ამას რომ ვლაპარაკობ - გამოცდილი კაცია, დახვეწილი კაცია და სამართლიანი კაცია. მან იცის, რომ ქვეყნის უსაფრთხოებასა და ქვეყნის კონსტიტუციურ წესრიგზე ზემოთ არაფერი არ დგას. ასევე ფიქრობ შენც [ჟურნალისტს], ასევე ვფიქრობ მეც, ამის ზემოთ არაფერი არ დგას. იმიტომ, რომ თუ ქვეყნის კონსტიტუცია მოირყა, ჩვენი შვილები, ჩვენი პროექტები, ჩვენი ხვალინდელი დღე, ჩვენი სწრაფვა ევროკავშირისკენ ყველაფერი დაინგრევა და ზუსტად აქ დგას. გახარია იმდენად სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კაცია, იცის რომ დიპლომატიური კავშირის არყოფნის პირობებში მტერ სახელმწიფოსთან ლაპარაკი კი არა, იქით გახედვა კი არა, იმ ადამიანების იგნორიც უნდა მოახდინოს ზოგჯერ, უნდა ილაპარაკო მსოფლიოს მხარდაჭერით და იმ ადამიანები მხარდაჭერით, ვისაც ქვეყანა საქართველო თავის გვერდზე წარმოუდგენია. გახარია ასე ფიქრობს, მე როცა ამაზ ვლაპარაკობ პასუხს ვაგებ ჩემს სიტყვებზე

ამის შესახებ მთაწმინიდის მაჟორიტარმა დეპუტატამა ლადო კახაძემ Palitranews-ის ეთერში ისაუბრა. გუშინ, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინა.

კომენტარები