ბესელია მოსამართლეების სიაზე: დავიჯერო, უმრავლესობის წევრების ნაწილს პროტესტი არ ექნება?

მიუხედავად იმისა, რომ დღეს არის მორჩილი უმრავლესობა, იქ არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ ნაბრძოლი ჩემთან ერთად, ან მე მათთან ერთად; არიან ადამიანები, რომლებიც ამ უსამართლობის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. დავიჯერო, მათ პროტესტი არ ექნებათ, როცა ამ გვარებს კონკრეტული საქმეებით გაიხსენებენ? გამიკვირდა, რომ არავის ეს რეაქცია არ გამოუხატავს.

ისეთი მძიმე საყურებელი იყო, პრობლემებს გაქცეული კაცების ყურება, ისე ცუდად ჩანდა... რამდენიმე ისეთი ადამიანი, რომელსაც წესით ხმა უნდა ამოეღო, რაღაც პოზიცია ეთქვა და რომ იმალებიან... ვხედავდი როგორ იმალებოდნენ.

მე ასე ვუყურებ -  თუ შევძელი მე, ერთმა ქალმა, სხვებსაც შეუძლიათ მსგავსი პრინციპულობა. ახლა გამოიჩინონ, ეს სია რომ შემოვა და ვეტყვით, რომელი გვარი, რა საქმეებთან არის კავშირში, იქ ხომ ძალიან მარტივია, იმ კენჭისყრის დროს, გამოხატო შენი პოზიცია

პარლამენტის დამუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია პალიტრანიუსის ეთერში მოსმართლეობის კანდიდატების შესახებ საუბრობს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები