რუსული ოკუპაცია

ზურაბიშვილი: პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე, მინდა გადავჭრა ოკუპირებული 20%-ის საკითხი

ეს გამოწვევა, პირველ რიგში, საქართველოს ევროპაში შეყვანაა, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ევროპის კავშირი ჩვენს აბსოლუტურ მიზანს წარმოადგენს. ჩემი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე, მინდა ასევე გადავჭრა რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის საკითხიც. მინდა, რომ საშუალება გვქონდეს იქ შესვლის, რათა ასე სრულად პარალიზებული აღარ ვიყოთ. გარდა ამისა, მსურს გავაგრძელო საზოგადოების გარდაქმნა, რათა საბოლოოდ გამოვიდეთ იმ ცნობიერებიდან, რომელიც საბჭოთა წარსულის ნაკვალევს ატარებს. პრეზიდენტის პოსტი და ეს საპრეზიდენტო ვადა ჩემთვის ბოლოა,  ვინაიდან არ ვაპირებ სხვა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და არც პოლიტიკური კარიერის გაგრძელებას. ეს კი კიდევ უფრო დიდ დამოუკიდებლობას მანიჭებს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Madame Figaro-სთან ინტერვიუში, კითხვაზე, რა გამოწვევებს ხედავს დღეიდან საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე. ქართულ თარგმანს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კომენტარები