სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: მსურს, გავაგრძელო საზოგადოების გარდაქმნა

მსურს გავაგრძელო საზოგადოების გარდაქმნა, რათა საბოლოოდ გამოვიდეთ იმ ცნობიერებიდან, რომელიც საბჭოთა წარსულის ნაკვალევს ატარებს. პრეზიდენტის პოსტი და ეს საპრეზიდენტო ვადა ჩემთვის ბოლოა,  ვინაიდან არ ვაპირებ სხვა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და არც პოლიტიკური კარიერის გაგრძელებას. ეს კი კიდევ უფრო დიდ დამოუკიდებლობას მანიჭებს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Madame Figaro-სთან ინტერვიუში, კითხვაზე, რა გამოწვევებს ხედავს დღეიდან საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე. ქართულ თარგმანს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კომენტარები