უზენაესი სასამართლო

გოგიჩაიშვილი მოსამართლეების სიაზე: ყველა ეს ადამიანი იქნება მოძალადე და კორუმპირებული

თამარ ალანია, მერაბ გაბინასშვილი, შოთა გეწაძე, მირანდა ერემაძე, მიქაბერიძე ლევან, მიქაუტაძე გიორგი, სილაგაძე პაატა, ჯეირანაშვილი გოჩა-ეს არის კლანი. ქადაგიძე ნინო-კლანთან ძალიან ახლო და კარგი შემსრულებელი. წულაძე ალექსანდრე-მურუსიძის გაზრდილი კადრი. ყველა წარმოდგენილი ადამიანი არის თავის დროზე ადეიშვილის კოლბაში გამოყვანილი, პიდაპირ მიძალადე და ჯალათი მოსამართლე, რომელიც სააკაშვილის რეჟიმთან ერთად ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებდა ადამიანებს. უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებებს უმართლებდნენ ხელისუფლებას, უდანაშაულო ადმაიანებს ციხეში ამწესებდნენ. თამარა ალანია არის გვირგვინი ამ ყველაზე დიდი ბოროტების. მე მინდა ქალბატონ თეა წულუკიანს შევეკითხო- ეს არის მისი შვიდწლიანი მინისტრობის შედეგი, რომ ადეიშვილის მოსამართლეები ავირჩიოთ უვადოდ? ეს არის ძალიან ცუდი სია და დიდი უბედურება ჩვენი ქვეყნისთვის. ამ ადამიანების სასამართლოში შესვლა იქნება ქვეყანაში ავტორიტარიზმის დაგვირგვინება და გაფორმება. [...] ყველა ეს ადამიანი იქნება მოძალადე და კორომპირებული მოსამართლე.

თქვა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად ნომინირებულ კანდიდატებზე.

კომენტარები