ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი: ჩემი ოცნებაა, ყველა სახის იარაღი ვაწარმოოთ, გარდა ბირთვულისა

მოვიძიე ინფორმაცია, ყოველწლიურად მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო ათეულ მილიონს შეიძლება ხარჯავდეს ტყვია-წამლის შეძენაში. ჩემი მინისტრობისა და შემდეგ პრემიერობის დროს ერთ-ერთი მთავარი პროექტი მქონდა საქართველოში ტყვიის საწარმოს პროექტი. მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ და დღესვე დავიწყოთ ამის კეთება. რა თქმა უნდა, ყველა სახის იარაღის წარმოება გარდა ბირთვულისა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ.

თქვა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო მოსმენისას.

კომენტარები