გომელაური 20 ივნისის აქციაზე: ზოგ-ზოგიერთებს აერიათ 2003 და 2019 წლები

რა თქმა უნდა, ვიცოდით, რომ გავრილოვი ჩამოდიოდა თავისი დელეგაციით. ისიც ვიცოდით, რომ უნდა ჩატარებულიყო კონფერენცია თუ ასამბლეა და აქ უნდა მოსულიყვნენ, მაგრამ ის, რომ უნდა აბრძანებულიყვნენ და ვთქვათ თავმჯდომარის სავარძელში უნდა ჩაბრძანებულიყო და იქიდან წაეყვანა სხდომა, ეგ არ ვიცოდით ჩვენ და არც არავინ იცოდა და სპონტანურად მოხდა. მაგრამ გარეთ რაც განვითარდა, ეს დაგეგმილი იყო თუ არა და პროვოკაცია და სახელმწიფო გადატრიალება - მას შემდეგ მოხდა უკვე გარეთ, რომ მოუწოდებდნენ ზოგ-ზოგიერთი ოპოზიციონერები, რომ აი შევარდით. ტელევიზიებიც იღებდნენ და ჩანს, არა თუ ოპერატიული კამერები. ზოგ-ზოგიერთებს აერიათ 2003 წელი და 2019 წელი. ამიტომ მადლობა იმ ბიჭებს, რომლებიც იქ იდგნენ და დაიცვეს თავისი ჯანმრთელობის ფასად ჩვენი სახელმწიფო. 

თქვა სუს-ის ყოფილმა უფროსმა, შს მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში 20-21 ივნისის აქციის დაშლის შეფასებისას. გომელაური სამინისტროს სამოქმედო გეგმას წარადგენს. 2003 წლის მოვლენები უარყოფით კონტექსტში წარსულში ყოფილმა პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ, ვიცე პრემირმა მაია ცქიტიშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ახსენეს.

კომენტარები