უზენაესი სასამართლო

ღარიბაშვილი მოსამართლეთა სიაზე: რთულია, რომ ადამიანებს არ მივცეთ გამოსწორების შანსი

მესმის, რომ ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ამ საკითხმა, მე ერთერთ ჩემს გამოსვლაში მაგალითიც მოვიყვანე - იმ მოსამართლემ, რომელმაც, მაგალითად ჩემი ოჯახის წევრი 2011-2012 წელს გაასამართლა, ამავე მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილი გაასამართლა და მიუსაჯა მას დაუსწრებლად პატიმრობა.

მე ასეთი აზრი მაქვს, თუ ადამიანი გულწრფელად, ამ შემთხვევაში საქმით აჩვენებს სინანულს ან აქვს სურვილი, რომ ჩადგეს სახელმწიფო სამსახურში, მე მგონი, ძალიან რთული საკითხია, ქალბატონო ეკა, რომ ადამიანებს არ მივცეთ შანსი გამოსწორების. მე მგონი, სიმბოლური იყო ის, რომ მიხეილ სააკაშვილს მიუსაჯა მოსამართლემ და ამით ალბათ, გამოისყიდა მის მიერ წარსულში დაშვებული გადაცდომები და დავალებები, მე ასე ვფიქრობ, სადავო საკითხია, მაგრამ შეგვიძლია, უფრო სხვა ფორმატში ვიდავოთ

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე, ეკა ბესელიას კითხვის პასუხად.

კომენტარები