კილაძე: ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებისთვის პატრიოტული სულისკვეთების გაზრდაა საჭირო

ჩვენთვის, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებისთვის, ვფიქრობ, არის აუცილებელი მუხლჩაუხრელი შრომა და ჩვენი პატრიოტული სულისკვეთების გაზრდა. მე არ მგონია, რომ ეს ქმედებები და აქტივობები, რასაც გირჩი ეწევა, ემსახურებოდეს იმას, რომ ჩვენ დავიბრუნოთ ოკუპირებული ტერიტორიები.

რაც შეეხება რელიგიის თავისუფლებას, ესაა ხელშეუხებელი, კონსტიტუციით განსაზღვრული თუ, რა თქმა უნდა, ეს არის გულწრფელი რელიგია. თავად გირჩს არაერთხელ უთქვამს, რომ ეს რელიგია კი არა, არამედ გაშარჟებაა რელიგიური გრძნობების, მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. ბოროტად გამოყენება ხდება რელიიგიის თავისუფლების.

ამბობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები