ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი: ის, რომ ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, ახალი ამბავი არაა

რაც შეეხება ბატონი გოგიჩაიშვილის კითხვას, ე.ი. რატომ არ დავიწყე ჩემი გამოსვლა ოკუპაციის აღნიშვნით. შეგვიძლია, დავიწყოთ, დავამთავროთ და თქვენ შეგიძლიათ, მთელი დღე ისაუბროთ მაგაზე, მარტო საუბრით თქვენ ვერაფერს შეცვლით, ვერაფერს აბსოლუტურად. ამას სჭირდება ქმედება, მეგობარო. ამას სჭირდება ძალიან დიდი, მშვიდი და გონივრული მუშაობა და არა მხოლოდ განცხადებები და ბრტყელ-ბრტყელი საუბრები. ის, რომ ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, ეს ახალი ამბავი არაა და ყველამ კარგად ვიცით. 

რაც შეხება ბიუჯეტს და მოთხოვნილ თანხას ჩვენი სამინისტროსთვის, მე მომახსენეს და მითხრეს, რომ სამწუხაროდ, შეთანხმება ფინანსთა სამინისტროსთან ვერ შედგა. მე აუცილებლად მექნება კონსულტაციები ჩემს კოლეგა მინისტრთან და შემდეგ უკვე პრემიერმინისტრთან, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ კიდევ ერთხელ ჩვენი სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტი.

ამაზე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრობის კანდიდატებთან შეხვედრისას ისაუბრა. დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა მას კითხვით მიმართა, თუ რამდენად ადეკვატურია თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი იმ გამოწვევების, რომლებიც ქვეყანას ოკუპაციასთან მიმართებით აქვს.

კომენტარები