ვახტანგ გომელაური

გომელაური: ერთი ტყვიის გასროლაზე მინისტრები გადავაყენოთ-გადმოვაყენოთ ეს არასწორია

რატომღაც ვიღაცა დააშავებს... 38 კაცია შსს-ში, ეხლა ყველა, ვიღაცა რაღაცას დააშავებს, მინისტრი, მინისტრის მოადგილე პასუხი აგოს? რატომ? ვკითხულობ. ელემენტარული თემაა ხო? სახელმწიფო აძლევს მას იარაღს და გამოყენების უფლებას, სპეცნაზიც იგივეა, უფრო უარესი კიდე. ის ინდივიდუალური ადამიანია ხო თავისი... მე მაქვს ჩემი უფლება, ხელი მოვაწერო, დავნიშნო-არ დავნიშნო. თუ არასწორად დავნიშნე ადამიანი, მომთხოვს პასუხს მე. ვიღაცამ იქ რაღაც გააფუჭა, ერთი ტყვიის გასროლაზე მინისტრები გადავაყენოთ-გადმოვაყენოთ ეს არასწორია. კანონი არეგულირებს და რატო ვთხოვთ ვიღაცას პასუხისმგებლობა აიღოს. რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო, გეკითხებით.

არასწორად უდგებით ამ ყველაფერს. "აიღოს გახარიამ პასუხისმგებლობა"... რაზე უნდა აიღოს გახარიამ პასუხისმგებლობა, რეზინის ტყვიების გამოყენებაზე. მძიმეა, მძიმეა... მე როცა ვარ პოლიციელი, მაქვს იარაღი და ვხედავ, რომ ის ადამიანი ან თავში მესვრის, ან მკლავს, ან თავში მირტყამს მე უფლება მაქვს, უკაცრავად, ამოვიღო იარაღი, ან დავაზიანო ისე რომ არ მოვკლა, ან კიდურებში ვესროლო ან თუ ვხედავ რომ მკლავს ან ვიღაცას კლავს, უკვე ვეღარ ვასწრებ, მე არ მჭირდება "ბატონო მინისტრო, შეიძლება ამას ვესროლო? კაცს კლავს". აი ამას ვხსნი მე და მაინც ვერ იგებთ. 

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტან გომელაურმა ეს განცხადება პარლამენტში მოსმენის შემდეგ, მედიასთან გააკეთა. სტილი დაცულია.

კომენტარები