საბანკო რეგულაციები

წილოსანი: ჩვენი მხრიდან საბანკო რეგულაციების შემოღებით ბიზნესს ზიანი მიადგა

საბანკო რეგულაციებით ზიანი მიადგათ მცირე და საშუალო მეწარმეებს. ვგულისხმობ იმას, რომ განვადების პორტფელი ამ რეგულაციებით შემცირდა 42%-ით, რაც ნიშნავს, რომ ადამიანებმა, ვინც კეთილსინდისიერად დაფარეს სესხი, აღარ მიეცათ საშუალება, რომ დამატებით გამოეტანათ ტექნიკა, ავეჯი და ა.შ. მაგრამ ამის გარდა, ზიანი მიადგათ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, ადამიანებს, რომლებიც თავინთი შრომით აწყობენ ბიზნესს და ჩვენი მხრიდან რეგულაციების შემოღებით მათ მოულოდნელი ეფექტი დაეცათ და თავიანთ ბიზნესს მიადგა ზიანი.

ქართული ოცნების წევრი ნინო წილოსანი მინისტრების დამტკიცებისას ამბობს, რომ საბანკო რეგულაციებით მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა მცირე და საშუალო ბიზნესს.

კომენტარები